swrafi sesxebiმოგბეზრდათ თუ როგორ გამოიყურება თქვენი საცხოვრებელი? მისი რომელიმე ნაწილი მოძველებულია ან თქვენ უბრალოდ გსურთ გაანახლოთ ის. ყოველივე ეს გარკვეულ ფულად დანახარჯებს მოითხოვს. კარგია თუ თქვენ გაქვთ გადანახული საკმაოდ ფული იმისათვის, რომ დაიქირავოთ დიზაინერები, მშენებლები, შეიძინოთ ახალი ავეჯი, დაშალოთ კედლები და განახორციელოთ სხვა რემონტისათვის დამახასიათებელი საქმიანობა. თუმცა უმეტესობას არააქვს რემონტისათვის საჭირო ფული.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს დასასრულია, მაგრამ არა. არსებობს მთელი რიგი სხვადასხვა სესხის პროგრამებისა, რომლებიც ბინებისა და სახლების მფლობელებს ეხმარება რემონტისათვის საჭირო თანხების მოზიდვაში.

ყოველ ამდაგვარ პროგრამას შეიძლება გააჩნდეს თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარე, ერთერთი აუცილებლად იქნება მორგებული თქვენს მდგომარეობას ან გარემოებებს.

იპოთეკური სესხები

იპოთეკური სესხები - ყველაზე მიზანშეწონილი და ხელმისაწვდომია საცხოვრებელი სახლის რემონტისათვის. ხშირად მათ „მეორე დონის გირაოს“ ეძახიან. ისინი ძალიან მარტივია და გააჩნიათ სხვადასხვა დადებითი მხარე.

სესხის მოცულობა დამოკიდებულია ორ რამეზე. პირველი, ბანკი შეაფასებს თქვენი სახლის ღირებულებას. მეორე, გირაოს ან სხვა იპოთეკის არსებობისას ბანკი ინტერესდება თუ რა დონეზე არის ის დაფარული.

ჩვეულებრივად იპოთეკური სესხის ხანგრძლივობაა 10-15 წელი. ასევე ჩვეულებრივ იპოთეკური სესხებს დაბალი საპროცენტო განაკვეთი ახასიათებთ, რადგანაც გამსესხებელი თითქმის არაფერს რისკავს - თქვენ ხომ საკუთარი სახლი გაქვთ ჩადებული უზრუნველყოფის სახით.

რამდენი შეიძლება რომ ვისესხო?

სესხის მოცულობის განსაზღვრისას გამსესხებელი მხედველობაში იღებს თქვენი სახლის ღურებულებას და ასევე იმას თუ რამდენად დაფარულია თქვენი გირაო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ზოგადად იპოთეკური სესხის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ისესხოთ თქვენი სახლის ღირებულების 85%-მდე.

რა უნდა გვახსოვდეს

გახსოვდეთ რომ იპოთეკური სესხის დროს თქვენი სახლი ასრულებს სესხის უზრუნველყოფის როლს. რაც გულისხმობს, იპოთეკური სესხის გადაუხდელობისას გამსესხებელი წაიღებს თქვენს სახლს. ეს კი თავისმხრივ ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაგაგდებთ.

ზემოთაღნიშნული მიზეზის გამო, საცხოვრებელი სახლის რემონტი ძალიან დაკვირვებულ ფინანსურ დაგეგმვას მოითხოვს. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ სესხი ისე მოახმაროთ სახლს, რომ მისი ღირებულება გაზარდოთ. თუ თქვენ ვერ შეძლებთ ამის გაკეთებას, სიტუაცია შეიძლება დრამატულად შეიცვალოს თქვენთვის, რაც არ არის კარგი შედეგი!

იმედი გვაქვს, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია დაგეხმარებათ ისწავლოთ ცოტა მეტი ამ ყველაზე გავრცელებული სესხის შესახებ.